“ქალთა ლიდერობის” პროგრამის ფარგლებში GSAC-ში დაიწყო ლექცია-სემინარების ციკლი, რომელიც გახსნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა გიორგი თარგამაძემ.
პროგრამის მიზანია ყაზახ ქალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ლიდერობით, მისცეს შესაძლებლობა, გაიცნონ და მიიღონ გამოცდილება საქართველოში მოღვაწე წარმატებულ ქალებთან ურთიერთობით. პროგრამის ფორმატი მოიცავს ლექციებს, შეხვედრებს ქართველ კოლეგებთან და ღონისძიებებზე დასწრებას. კურსის ფარგლებსი ისინი შეხვდებიან სხვადასხავ სფეროში მოღვაწე ქართველ ქალებს და დაათვალიერებენ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს.
პროგრამის პარტნიორია კომპანია „ვიტა თრეველი“.