საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა უმასპინძლა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს დიდი ბრიტანეთიდან.
ცენტრის დამფუძნებლებმა, გიორგი რუხაძემ და გიორგი თარგამაძემ, ლექციები წაიკითხეს საქართველოს გეოლოპოლიტიკურ როლზე, მის სტრატეგიულ გამოწვევებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ლექცია კითხვა-პასუხით დასრულდა.