მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური თემაა. ვინ გახდება პრეზიდენტი? იქნება თუ არა მეორე ტური? ვინ გავა მეორე ტურში?
სწორედ ამ თემიდან გამომდინარე, ორგანიზაციის დამფუძნებელმა, გიორგი თარგამაძემ პროგრამის მონაწილეებთან საარჩევნო შედეგების პროგნოზირების მეთოდოლოგიაზე ისაუბრა. ამასთანავე მსმენელებს ქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა იმიტირებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, დაეფიქსირებინათ პოზიცია და გაეკეთებინათ საკუთარი პროგნოზი.