უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა:
– უკანასკნელ პერიოდში შავი ზღვის რეგიონში განვითარებული მოვლენები;
– ჰიბრიდული ომი და არა სახელმწიფო აქტორები;
– შესაძლებლობები : სამმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობა საქართველოს, უკრაინასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის;
უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრნენ თურქეთის რესპუბლიკიდან აკადემიური წრის წარმომადგენლები, უკრაინელი ექსპერტები და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, რადას წარმომადგენელი, ასევე საქართველოში რუმინეთისა და ბულგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრები და ქართული არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ცენტრი არმიისათვის, რეფორმებისა და განიარაღებისათვის, მისი სამხრეთ კავკასიის ფილიალის ორგანიზებით გაიმართა უსაფრთხოების კონფერენცია სახელწოდებით : „ შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები“.