“ხშირად გარემოს აბრალებენ იმას, რომ რაღაც ვერ გააკეთეს, რადგან გარემო ფაქტორებმა შეუშალეს ხელი და რა თქმა უნდა ობიექტურად გარემო ფაქტორები, ის სტერეოტიპები, რომელშიც გვიწევს ცხოვრება ხშირად გვიქმნის ბარიერებს იმისთვის, რომ სრულად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები.
თუმცა, როდესაც ვუკვირდები მეჩვენება, რომ გარემოზე მეტად, ჩვენ ვართ ჩვენი თავის ყველაზე დიდი დაბრკოლება” -მერი გაბაშვილი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროექტების მართვის გუნდის ხელმძღვანელი.
სამოტივაციო ვიდეო მოამზადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) “ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში” პროექტის ფარგლებში.
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ საქართველოში და ხორციელდება ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით.