“საქართველოს უახლესი, ბოლო 28 წლის ისტორია, დამოუკიდებლობის კვალდაკვალ, არის ავტორიტარიზმისგან თავდახსნის უშედეგო მცდელობების და კვლავ მასთან მიბრუნების ციკლური წრის ისტორია. ამ წლების მანძილზე ჩვენ თვალს ვადევნებდით სახელმწიფო მართვის მოდელის ტრანსფორმაციის მიზნით განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს 1990-იანებიდან 2018 წლის ჩათვლით. მას კვალდაკვალ მიჰყვებოდა საარჩევნო კოდექსში შეტანილი არაერთი ცვლილება, რომლებიც დროში, ძირითადად, ემთხვეოდა სახელმწიფო მართვის მოდელის ტრანსფორმაციის მცდელობებს და უნისონში იყო მასთან.”