საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC), NATO-ს საჯარო დიპლომატიისგანყოფილების (PDD) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო კიდევ ერთი ახალ პროექტი, რომელიც განკუთვნილია რეგიონული მედია საშუალებების წამომადგენლებისათვის.პროექტის ფარგლებში 18 რეგიონული მედიის, 75 წარმომადგენელი, 5 სხვადასხვაქალაქიდან მიიღებს მონაწილეობას მედია ტრენინგში.საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა პირველი შეხვედრა ზუგდიდში გამართა. GSAC-ის დამფუძნებლებმა ზურაბ აგლაძემ და შალვა ძებისაშვილმა 2 დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებთან ისაუბრეს ნატოზე, მის მისიასა და ოპერაციებზე, ასევე საქართველოს ძალისხმევაზე ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის.პროექტი მიზნად ისახავს ქართული რეგიონული მედიის წარმომადგენლების უნარ-ჩვევებისამაღლებას, რათა ხელი შეუწყოს ისეთი თემების მეტად ინფორმირებულ, ყოვლისმომცველ,ზუსტ და ანალიტიკურ გაშუქებას, როგორიც არის საქართველო-ნატოს პარტნიორობა,საქართველოს თავდაცვა, მშვიდობის დამყარება და უსაფრთხოება.