GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

გაეცანით, ვლადისლავ რაჩკევიჩის მედია ტრენინგის მონაწილის, ნინა ხუჭუას სტატიას თემაზე- პოლონეთი საქართველოს მხარს უჭერს ნატოსა და ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე

პოლონეთი საქართველოს ღია მხარდამჭერია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. რაც ამ ორ ქვეყანას შორის: პოლიტიკური, ეკონომიკური, ისტორიული და კულტურული კავშირებითაა განპირობებული.

პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობები ისტორიულ ჭრილში XIX საუკუნიდან ერთი იმპერიის საზღვრებში ვითარდებოდა. საქართველომ 1918 წლის 26  მაისს, ხოლო პოლონეთმა 1918 წლის 11 ნოემბერს აღადგინა დამოუკიდებლობა, რასაც მალევე 1919 წლის 29 იანვარს მოჰყვა პოლონეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და დიპლომატიური მისიის დაფუძნება. თუმცა, 1921 წლის 25 თებერვალს განვითარებულმა მოვლენებმა საქართველო კვლავ გაასაბჭოვა.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს აღდგა, რომლის წინაპირობაც საბჭოთა კავშირის შესუსტების შედეგად პოლონეთსა და საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა 1989 წლიდან ე.წ. ,,შოკური თერაპიის“ შედეგად, რომელიც ფინანსთა მინისტრ და ამავე დროს პრემიერ მინისტრის მოადგილესთან ლეშეკ ბალცეროვიჩთან არის დაკავშირებული, ეტაპობრივად მოახერხა კრიზისიდან გამოსვლა და პარალელურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლaნტიკური ინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერი გახდა.

პოლონეთი არის სახელმწიფო, რომლის პოლიტიკური წონა დინამიურად მზარდია და გარდა ამისა ევროპის ლიდერ ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკური ამინდის შექმნის პროცესში. ხოლო ასეთი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის ყოლა საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ურთიერთობების ურყეობასა და ძლიერ მხარდაჭერაზე მეტყველებს პოლონეთის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც 2020 წელს განახლდა. სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერებას.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პოლონეთმა ხელი უნდა შეუწყოს ზემოთაღნიშნული ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ პროგრამა 2009 წელს დაარსდა პოლონეთისა და ფინეთის ინიციატივით. მთავარ მიზანს კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ( საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი), უკრაინის, ბელარუსიის და მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოება წარმოადგენდა.

პოლონეთი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს მოწმობს   საგარეო საქმეთა მინისტრ – იაცეკჩაპუტოვიჩისგანცხადება, რომელიც მან ბრიუსელში, 2019 წლის 14 იანვარს„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაარსებიდან 10 წლისთავის აღსანიშნავ კონფერენციაზე გააკეთა:

,,პოლონეთისთვის საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ჩვენი პარტნიორობის გრძელვადიანი სტაბილურობის, ეკონომიკის, პოლიტიკური და სოციალური ზრდის გარანტიაა“ .

 ამას გარდა:

„ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორები, განსაკუთრებით ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, კვლავ რჩებიან ჩვენი საქმიანობის მთავარ მიმართულებად. ჩვენი აზრით, ფუნდამენტური რეფორმა და თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა ერთადერთი გზაა პოსტსაბჭოთა ტერიტორიის სტაბილიზაციისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში“. – განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

ევროკავშირში ინტეგრაციის გარდა მნიშვნელოვანია მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წევრობის კუთხითაც, რასაც მოწმოს პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეიდუდასგანცხადება საქართველოში ვიზიტის დროს:

“საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა აქვს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში. ნატოს ყველა წევრისთვის საქართველოს გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია.“

გარდა ამისა,პოლონეთის საელჩო წარმოადგენს საქართველოსა და ნატოს დამაკავშირებელრგოლს. ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადება პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა გააკეთა:

,,გვინდა, საქართველოს დახმარება გავუწიოთ, რათა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ვაფასებთ თქვენი ქვეყნის ჩართულობას ნატო-ს საქმიანობაში მსოფლიო მასშტაბით – იქნება ეს ავღანეთი თუ ერაყი. ჩვენი მხრივ, ვაზიარებთ სამხედრო გამოცდილებასაც, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტითაა გაწერილი. ვმუშაობთ იმისათვის, რომ წამოვწიოთ საქართველოს უნარები, რათა ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს’’.

ზემოთაღნიშნულ საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც პოლონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა და სტაბილურობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

ამის ნათელი მაგალითია, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების დახმარების პროგრამა (”Polish Aid”), 2004 წლიდან, რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია: ეფექტური მმართველობა, ეროვნული რესურსების მდგრადობა, სოციალური კეთილდღეობა, რეგიონალური განვითარება და სხვა.

ამასთანავეთანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს კონსულტაციებს სამხედრო-ტექნიკურ საკითხებზე, ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო ვიზიტებს. ხოლო მას შემდგომ რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის კავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA), ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდა.

შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებობს სტაბილური პარტნიორობა, რომელიც თავისი ურყეობით გრძელვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია დავინახოთ.  რაც მთავარია ზემოთ მოყვანილი არგუმენტები, არის გარანტი იმისა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

Leave A Comment

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)