25 მარტს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ოფისში “GSAC მედია ტრენინგი ქართველი ჟურნალისტებისთვის” პროგრამის მონაწილებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს მედიის წარმომადგენლებს, მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა და ტექნიკური გამოცდილება, დასავლურ სტანდარტებზე მორგებული, ხარისხიანი მედია ნაწარმის შესაქმნელად.
ტრენინგების სერია ჩატარდება ორი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ.
პროექტის მონაწილეები აიმაღლებენ კვალიფიკაციას შემდეგ საკითხებზე:მიმდინარე, აქტუალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები; საერთაშორისო ჩართულობა და საშინაო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში; NATO/ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და პერსპექტივები; ჟურნალისტური ეთიკა, ანალიტიკური წერა, საჯარო გამოსვლა, ეფექტური რეპორტაჟის მომზადება.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის სერტიფიკატი გადაეცემათ.