31 მარტს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ოფისში, “GSAC მედია ტრენინგი ქართველი ჟურნალისტებისთვის” პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა პროექტის მონაწილეებსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს ასოცირებულ პროფესორს, პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს -თენგიზ ფხალაძეს შორის. შეხვედრაზე, მოწვეულმა სპიკერმა, ისაუბრა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკისა და მიმდინარე გამოწვევების შესახებ. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა და ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა.