ვალერი ჩეჩელაშვილი 1989 წლიდან მოღვაწეობდა დიპლომატიის სფეროში და ეკავა სხვადსხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მეორე მდივნიდან მინისტრის მოადგილემდე (1998-2000). 2005 წელს იგი იყო ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2005-2007 წლებში მას ეკავა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. ის იყო საქართველოს ელჩი უკრაინაში (1994-1998), ხოლო 2004-2005 წლებში რუსეთის ფედერაციაში. 2000-2004 წლებში მას ეკავა გენერალური მდივნის პოზიცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ხოლო, 2007-2016 წლებში – გენერალური მდივნის პოზიცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში (სუამი). მას დამთავრებული აქვს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით (1983) და ფლობს საერთაშორისო ეკონომიკის დოქტორის ხარისხს.ვალერი ჩეჩელაშვილი 2016 წლიდან გახლდათ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2019 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. იგი დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლითა და ორდენით და ასევე არის რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. არის ევროპული ლიდერობის ქსელის წევრი.