საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში, “GSAC-ის მედია ტრენინგი ქართველი ჟურნალისტებისთვის” პროგრამის ფარგლებში, ნახევრად ჰიბრიდულ რეჟიმში, პროგრამის მონაწილეებს ამჯერად მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, თეონა აქუბარდია შეხვდა. შეხვედრა თემაზე: „მედიის როლი ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის ფუნქციონირებაში“ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
