7 მაისს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსული ინტერესები”.შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მკვლევარები და ენერგოუსაფრთხოების ექსპერტები.შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ენერგეტიკის სექტორში რუსული ინტერესებისა და გავლენის შეფასება, არსებული რისკების იდენტიფიცირება და დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.