10 მაისს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა კონფერენცია თემაზე სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო დერეფნებისა და კომუნიკაციების გეოპოლიტიკა. ღონისძიება გახსნა, შეხვედრის საპატიო სტუმარმა, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარიუშ მაშკიევიჩმა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და ასევე სიტყვით წარდგნენ როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი და სომეხი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება გაიმართა პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით.