საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულები ესტუმრნენ ტელეკომპანია ფორმულას.შეხვედრის განმავლობაში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე მათ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მედიისა და ჟურნალისტების როლზე, ასევე მედიის მნიშვნელობასა და მის განვითარების ისტორიაზე ესაუბრა.შეხვედრის შემდეგ კურსდამთავრებულებს ქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ტელეკომპანია და დასწრებოდნენ სამუშაო პროცესს.