საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში “ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების” პროგრამის ფარგლებში GSAC-ის დამფუძნებელმა და ტელეკომპანია “ფორმულა”-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ პოლიტიკური იდეოლოგიების სალექციო კურსი ჩაატარა.კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო- განაწილდნენ სხვადასხვა იდეოლოგიურ ჯგუფებში, შეარჩიეს თემები და გამართეს დებატები.