15 ივლისს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა უმასპინძლა თურქეთის დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ღონისძიების მიზანი იყო საქართველო-თურქეთის მეგობრობასა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობა. ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი და თურქეთის თანაშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ქალბატონი ნეჯლა დემირდაღი.შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯისაკის საექპერტო საზოგადოება, ათათურქის ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებულები და მიმდინარე ნაკადის მონაწილეები. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის სამომავლო პერსპექტივებსა და ერთობლივ პროქტებზე.