GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული
info@gsac.ge
თბილისი
GSAC - ქართულიGSAC - ქართულიGSAC - ქართული

მრგვალი მაგიდა თემაზე: „ყაზახეთის წვლილი გლობალურ სამყაროში”.

2021 წლის 19 აგვისტოს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა ჰიბრიდულ რეჟიმში უმასპინძლა მრგვალი მაგიდის დისკუსიას თემაზე: „ყაზახეთის წვლილი გლობალურ სამყაროში ბირთვული იარაღის გარეშე“, რომელიც მიეძღვნა სემიპალატინსკის პოლიგონის დახურვის 30 წლისთავს.

კონფერენცია ესწრებოდნენ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მკვლევარები, ასევე, ქართველი და უკრაინელი ექსპერტები.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს ყაზახეთის ლიდერის, ბატონ ნურსულტან ნაზარბაევის როლი  გლობალური ბირთვული განიარაღების პროცესში, ბირთვულ არსენალზე ნებაყოფლობით უარის ისტორიული მნიშვნელობა მსოფლიოს ბირთვული უსაფრთხოებისათვის, ყაზახეთის წვლილი ცენტრალურ აზიაში ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის შექმნაში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ამ პროცესებთან დაკავშირებით წამყვანი ბირთვული სახელმწიფოების მიერ ყაზახეთისათვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფის  მნიშვნელობას.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ „გლობალური ლიდერთა ალიანსი ბირთვული უსაფრთხოებისა და სამყარო ბირთვული იარაღის გარეშე“ ინიციატივის ნაზარბაევის პრემიის დაფუძნება, რომლის დაჯილდოების მესამე ცერემონია გაიმართება ნურ-სულთანში 29 აგვისტოს, სემიპალატინსკის პოლიგონის დახურვის 30 წლის შემდეგ, არის ბირთვული განიარაღების პროცესში ყაზახეთის მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთი დადასტურება.

დისკუსიის მონაწილეთა ერთსულოვანი დასკვნით, ყაზახეთს, ბირთვული განიარაღების სფეროში მნიშვნელოვანი იდეებისა და პროექტების ინიციირებით და ამ მიმართულებით გადადგმული პრაქტიკული ინიციატივების განხორციელებით, სერიოზული წვლილი შეაქვს სამყაროს ბირთვული იარაღისაგან განთავისუფლების და გლობალური ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

Leave A Comment

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)