2021 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში, ენერგეტიკული პროექტის ფარგლებში გაიმართა ზუმკონფერენცია – „ნიკო ნიკოლაძე საქართველოს ელექტროენერგეტიკის ფუძემდებელი“.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ ქ-ნი ელენე გაბლიანი – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის მმართველი; ბ- ნი ლაშა ბრეგვაძე – საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) უფროსი მკვლევარი,; ბ-ნი ალექსანდრე ასათიანი-კრევო –საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეციალისტი საერთაშორისო ურთიერთობებში, დიასპორაში და გლობალურ მედიაში. შეხვედრას მოდერაციას უწევდა ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მმართველობის წევრი. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები და GSAC -ის პროექტების კურსდამთავრებულები.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში ელექტროფიკაციის მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე და ნიკო ნიკოლაძის განუზომელ წვლილზე აღნიშნულ საქმეში. საუბარიასევე შეეხო საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ დღევანდელი პრობლემებს და მისი განვითარების პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულს მუშობა წარიმართა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში.