16 და 17 სექტემბერს, ქუთაისში, “სტრატეგიული დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ორდღიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის ექსპერტები, ვალერი ჩეჩელაშვილი და ლაშა ძებისაშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრის განმავლობაში ექსპერტებმა ისაუბრეს პოლიტიკური კომპრომისის, დიალოგის, მოლაპარაკების კულტურასა და სახელმწიფო ინტერესების მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლოს მონაწილეები სიმულაციურ აქტივობაში ჩაერთვნენ. პროექტი მხარდაჭერილია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში.