23 და 24 ოქტომბერს “სტრატეგიული დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რუსთავში საქართველოს პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ორდღიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის ექსპერტები, ზურაბ აგლაძე და ლაშა ძებისაშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრის განმავლობაში ექსპერტებმა ისაუბრეს პოლიტიკური კომპრომისის, დიალოგის, მოლაპარაკების კულტურასა და სახელმწიფო ინტერესების მნიშვნელობაზე.შეხვედრის ბოლოს მონაწილეები სიმულაციურ აქტივობაში ჩაერთვნენ.პროექტი მხარდაჭერილია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში.