6-7 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების პლატფორმის (UGSP) ერთობლივი პროექტის – “კრიზისებისა და რეაგირების სწავლება-სიმულაცია 2021“-ის მონაწილეთა ერთთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი ეტაპის პირველი 4 ლექცია-ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგებს გაუძღვნენ:
დიმიტრი ნადირაძე- თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკსა და განვითარების დეპარტამენტის, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
თემებით: “ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა – საქართველოს ქეისი ინტეგრირებული და თანამშრომლობითი მიდგომა“; „ყოვლისმომცველი უსაფრთხოება – სრული თავდაცვა – მედეგი ერი;
პროფესორი თეიმურაზ გოჩიტაშვილი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი;
თემით: “ენერგოუსაფრთხოება და საქართველოს ქეისი”;
ანდრო გოცირიძე – კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი;
თემით: “ჰიბრიდული ომები, აქტიური ზომები და საინფორმაციო ომი”;
მონაწილეთა შორის არიან როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის MA/BA (III/IV კურსის) სტუდენტები, ასევე საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი ახალგაზრდა პროფესიონალები.
პროექტი ხორციელდება ნატოს სამეკავშირეო ოფისის (NLO) და საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტის (PDD) ფინანსური მხარდაჭერით.