საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით „მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ პროექტის ფარგლებში ყარაჯალაში ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და GSAC-ის აფილირებული ექსპერტი თეონა აქუბარდია. ტრენინგის ფარგლებში ექსპერტმა განიხილა შემდეგი თემები:ნატოს ისტორია, მისია და ღირებულებები; ნატო-საქართველოს ურთიერთობები.პროექტი ხორციელდება პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.