13 იანვარს GSAC-მა უმასპინძლა მრგვალ მაგიდას „კრიზისი ყაზახეთში: გაკვეთილები და გამოწვევები“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. შეხვედრას მოდერირებდა GSAC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი.
მონაწილეებმა იმსჯელეს კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე, მის მიმდინარეობასა და დაძლევის პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ კრიზისი მოახდენს გავლენას საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაზე როგორც ცენტრალური აზიის რეგიონში, ასევე მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში. განიხილეს კრიზისის რამდენიმე განზომილება: სოციალური, ძალაუფლებისთვის ბრძოლა ქვეყნის შიგნით და გეოპოლიტიკური ასპექტი. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეკონომიკურად ძლიერ და სოციალურად შედარებით სტაბილურ ყაზახეთში კრიზისის ამგვარი ტემპით და სიმძაფრით განვითარება მოულოდნელი იყო.
მონაწილეებმა განიხილეს ყაზახეთის კრიზისის შესაძლო გავლენა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე.
თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გამოითქვა რეკომენდაცია გარკვეული პერიოდის შემდეგ დისკუსიის გაგრძელების თაობაზე.