საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (#GSAC) უმასპინძლა პოლონელ ექსპერტს, პროფესორ მიხალ კუზს, რომელიც მრავალი სამეცნიერო და ჟურანლისტური ნაშრომის ავტორია, ფილოსოფიისა და შედარებითი პოლიტიკის დარგში.
დისკუსია შედგა თემაზე: “ერთიანი ევროპული სივრცე – იდეები და დღევანდელი გამოწვევები”.
შეხვედრას ესწრებოდა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – მარიუშ მაშკევიჩი.