საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით: „მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ პროექტის ფარგლებში, ახალქალაქში ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ვახტანგ კაპანაძე.
ტრენინგის ფარგლებში ექსპერტმა განიხილა შემდეგი თემები: ნატოს ისტორია, მისია და ღირებულებები; ნატო-საქართველოს ურთიერთობები.
პროექტი ხორციელდება პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.