16 მაისს ვილნიუსში, ლიეტუვაში გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი სემინარი.
სემინარზე განხილული იყო საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, მისი პოზიონირება საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში და ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივები, კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა.
სემინარი ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის მიერ. მას ესწრებოდნენ ლიეტუველი დიპლომატები, კვლევითი ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
GSAC-ს სხდომაზე წარმოადგენდა აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი.