9 ივნისს, ნატოს სამეკავშირეო ოფისში შედგა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ახალი პროექტის: “ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში” გახსნითი ღონისძიება.
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ Embassy of the Netherlands in Georgia და ხორციელდება ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით NATO Liaison Office in Georgia.
გახსნის ღონისძიებას დაესწრო ნიდერლანდების ელჩი საქართველოში – მაიკე ვან კოლდამი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე – პირიტ პიკერი. ასევე, ორგანიზაციის დამფუძნებლები და პროექტის მონაწილეები.