საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში(GSAC) ” ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების” პროექტის მეშვიდე, მერვე და მეცხრე ნაკადის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.
ასევე, გაიმართა 2022-2023 წლის მონაწილეებთან გაცნობითი შეხვედრა. ცერემონიაში მონაწიელობდნენ თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი თუბა ოზუტოკი, პროგრამის ლექტორები და კურსდამთავრებულები.