საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) მონაწილეობა მიიღო რომში, იტალიურ საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CeSI, Centro Studi Internazionali) საექსპერტო დისკუსიაში.
შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა ორი თემატური პანელი:
– რუსეთ-უკრაინის ომის და შიდა (შიდაკლანური) პროცესების მიმდინარე ჭრილი კრემლში;
– სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ტრანსფორმაცია;
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს:
– მარკო დი ლიდო, CeSI-ის რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელი;
– პიერლუიჯი ბარბერინი, CeSI-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკოსი;
– ვოლოდიმირ კოპჩაკი, GSAC ექსპერტი, CACDS-ის სამხრეთ კავკასიის ფილიალის ხელმძღვანელი;
– მიხაილო სამუსი, საერთაშორისო პლატფორმის New Geopolitics Research Network-ის დირექტორი.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და იტალიური საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის განმავლობაში განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატებიც.