საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში “ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების” პროექტის ფარგლებში ჩატარდა გენერალ ვახტანგ კაპანაძის სალექციო მოდული.მოდულის ფარგლებში ლექტორმა განიხილა შემდეგი თემები: კრიზისის არსი, კრიზისის კომუნიკაცია და კრიზისის მართვა.
მოდულის დასასრულს პროექტის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სიმულაციურ აქტივობაში.
პროექტი მხარდაჭერილია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ.