პროექტის “ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში” ფარგლებში ჩატარდა სამდღიანი ვორქშოპი თემაზე – საქართველოს ადგილი და როლი საერთაშორისო ურთიერთობების რეფორმირებად სისტემაში.
ვორქშოპს უძღვებოდნენ სხვადასხვა სფეროს გამოცდილი ექსპერტები: გიორგი რუხაძე, ნატო ბაჩიაშვილი, თენგიზ ფხალაძე.
სამივე დღეს ჩატარდა სიმულაციური თამაშები. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ და ხორციელდება ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით.