9, 10, 11 თებერვალს, პროექტის “ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში” ფარგლებში ჩატარდა ვორქშოპი თემაზე – კრიზისების მართვა.
ვორქშოპს უძღვებოდნენ სხვადასხვა სფეროს გამოცდილი ექსპერტები: საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ზურაბ აგლაძე, პოლიტიკური და საარჩევნო კომუნიკაციის ექსპერტი ჯული გიორგაძე და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ და ხორციელდება ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით.