31 მარტს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტის (GSAC) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გელა ბეჟუაშვილმა მონაწილეობა მიიღო კვიპროსული ორგანიზაციის Strategy International-ის ლაივ ვებ სერიებში. საუბარი ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, უკრაინის ომი და მისი გავლენა საქართველოსა და ევროპაზე, საქართველოს ევროკავშირის სტატუსი, კვიპროსის როლი მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებში.