20 მარტს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში ჩატარდა სტივ ჟარდინგის საჯარო ლექცია თემაზე ამერიკის პოლიტიკური პროცესი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში.
ჰარვარდის ფაკულტეტის წევრის, პროფესორ ჟარდინგის სწავლება აღიარებული იყო როგორც “სამაგალითო” კენედის სკოლის კურსდამთავრებულების მიერ, მისი კამპანიის მართვის კურსი ორჯერ იყო ნომინირებული პრესტიჟულ “ყველაზე გავლენიანი კურსის ჯილდოზე”.