პროექტის “ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში” ფარგლებში გორში ჩატარდა ოთხდღიანი ვორქშოპი თემაზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები.
ვორქშოპს უძღვებოდნენ: თეონა აქუბარდია – საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;ლაშა ძებისაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი.
ვორქშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ და ხორციელდება ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით.