6 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ მონაწილეობა მიიღო ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პირველი შემოდგომის სკოლის „კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში” გახსნაში. შემოდგომის სკოლა შესაძლებლობას იძლევა ექსპერტების, მეცნიერებისა და სტუდენტების მონაწილეობით, გაიმართოს მსჯელობა და დისკუსია მიმდინარე საერთაშორისო რყევების შედეგებზე საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში. კონფერენცია-სემინარები მიეძღვნება კონფლიქტებსა და მიგრაციას კავკასიაში, ლტოლილების დაცვას, ემიგრაციაში მყოფ აქტორებსა და ორგანიზაციებს.