პროექტის “მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ ფარგლებში დმანისში ჩატარდა ტრენინგი თემებზე:
● ნატოს ისტორია, მისია და ღირებულებები;
● ნატო-საქართველოს ურთიერთობები;
● დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და მასთან ბრძოლის მეთოდები;
● დეზინფორმაციული კამპანიები საქართველოში;
● ჰიბრიდული ომი;
● ჰიბრიდულ ომთან ბრძოლის მეთოდები საქართველოში;
● დეზინფორმაციის ამოცნობის ხელსაწყოები.
ლექციას გაუძღვნენ:
ვახტანგ კაპანაძე – სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი (გადამდგარი);
ნატო ბაჩიაშვილი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე;
პროექტი განხორციელდა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (NATO PDD) მხარდაჭერით.