საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და Geocase-ის ერთობლივი პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის” ფარგლებში, 23 თებერვალს, ქუთაისში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
GSAC-ისა და Geocase-ის წარმომადგენლებმა, ბ-ნმა ვალერი ჩეჩელაშვილმა და პროფ. ხათუნა ბურკაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართეს დისკუსია ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.