საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და Geocase-ის ერთობლივი პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის” ფარგლებში, 27 თებერვალს, მარნეულში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
GSAC-ისა და Geocase-ის წარმომადგენლებმა, პროფ. თორნიკე შარაშენიძემ და ექსპერტმა გიორგი ანთაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართეს დისკუსია ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.