საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და Geocase-ის ერთობლივი პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის” ფარგლებში, 20 მარტს, ახალციხეში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
GSAC-ისა და Geocase-ის წარმომადგენლებმა, ექსპერტმა დავით კაპანაძემ და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან დისკუსია გამართეს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.