საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და Geocase-ის ერთობლივი პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის” ფარგლებში, 21 მარტს, გორში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
GSAC-ისა და Geocase-ის წარმომადგენლებმა, ექსპერტმა დავით კაპანაძემ და გიორგი ანთაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან დისკუსია გამართეს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.