ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის 10 წლის თავი, ჩინეთის გზა მოდერნიზაციისკენ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები
6 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC), ჯეოქეისისა (Geocase) და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ერთობლივი ფორუმი, რომელიც მიეძღვნა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს, „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივის 10 წლისთავს და ჩინეთის მოდერნიზაციის საკითხებს.