გაიხსნა პროგრამა: „მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ორგანიზებითა და პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახალქალაქში გაიხსნა პროგრამა „მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“.

პროგრამა განკუთვნილია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისა და ახალგაზრდებისთვის.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა კრიტიკული მასის შექმნას, რომლებიც აცნობიერებენ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის რისკებს და მისცეს მათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მათი იდენტიფიცირებისა და განეიტრალებისთვის.

ასევე, პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მათი ცოდნა რუსეთის მიერ გამოყენებული დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ვალერი ჩეჩელაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და პროგრამის ხელმძღვანელი ანჟეი კლიმჩუკი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პროექტს მასპინძლობს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიურო.

Leave A Comment

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)