“ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის “ფარგლებში შექმნილი დეკლარაციის პრეზენტაცია

18 ნოემბერს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და ანალიტიკური ორგანიზაცია GEOCASE-ის თანამშრომლობით, გაიმართა “ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის “ფარგლებში შექმნილი დეკლარაციის პრეზენტაცია.

ეროვნული თანხმობის პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულიმრავალმხრივილი თანამშრომლობის პლატფორმა, თავდაპირველად სამოქალქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში. ეროვნული თანხმობის დეკლარაციის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებმაც კონსენსუსის პრინციპით განსაზღვრეს ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი საერთო პოსტულატები, რომლებიც დეკლარაციის ტექსტში აისახა. ეროვნული თანხმობის დეკლარაციის პრეზენტაციას დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ასევე საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნების ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება. დეკლარაციას პირველებმა ხელი მოაწერეს პლატფორმის დამფუძნებლებმა და ხელმოწერის პროცესს ასევე შეუერთდა დამსწრე საზოგადოება.

„ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და Geocase-ის ოფიციალურ გვერდებზე და საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება ხელის მოწერა. დეკლარაციის პრეზენტაცია ასევე იგეგმება საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში.

Leave A Comment

Categories

At vero eos et accusamus et iusto odio digni goikussimos ducimus qui to bonfo blanditiis praese. Ntium voluum deleniti atque.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)

We understand the importance of approaching each work integrally and believe in the power of simple.

Melbourne, Australia
(Sat - Thursday)
(10am - 05 pm)